Friday, December 9, 2016

       ჩემთვის ძალიან საინტერესო მიმდინარეობა არის ფოვიზმი, რომელთა წარმომადგენლებს  "ველურ მხეცებს" უწოდებდნენ. ფოვისტების ძირითადი მიზანი იყო გამოეწვიათ მძაფრი შეგრძნებები და ემოციები მნახველში, რომელსაც ახერხებდნენ მკვეთრი და ინტენსიური ფერების გამოყენებით. ფოვიზმის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი ჰენრი მატისი არის. მის ნახატებში აშკარად ჩანს, რომ მან გამოხატვის იმ ფორმას მიაგნო, რომელიც გულწრფელად გამოხატავს და გვიჩვენებს იმ შინაარსს, რასაც თავად ავტორი დებს ნამუშევარში.
      ერთ-ერთ სტატიაში განხილულია მატისის ნახატი "მოცეკვავები" სადაც აღწერილია, რომ სწორედ ის თავისუფალი ფორმები გამოხატავენ იმ სიამოვნებასა და სიხარულს, რაც ცეკვას მოაქვს  და რაც ფოვისტების ძირითად მოტივი იყო, ყოველგვარი შელამაზების გარეშე გამოეხატათ და აღეძრათ მნახველში გულწრფელი შეგრძნებები. მათ მიერ გამოყენებული ფერები თითქოს არარეალურია, მაგრამ მათი გამოყენება ხდება განცდების სიმძაფრის მიზნით და არა მხოლოდ გარემოს აღსაბეჭდათ.
    ამიტომ ფოვისტების ნამუშევრების ხილვა ყოველთვის კაშკაშა და მძაფრ შეგრძნებებს იწვევს მნახველში, რაც აღძრავს სწორედ "სიცოცხლის სიხარული" -ის განცდებს, როგორი სახელწოდებაც აქვს მატისის ერთ-ერთ ტილოს.

No comments:

Post a Comment