Friday, December 16, 2016

       თანამედროვე ხელოვნებასა და ძველი პერიოდის ხელოვნებას შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება გულისხმობს, რომ ხელოვნება არ უნდა ასახავდეს მხოლოდ სრულყოფილს ან ლამაზ მოვლენას თუ ფიგურას. ხელოვნების ფოკუსი შეჩერდა ასევე იმ ნეგატიურ თუ არასასიამოვნო ფაქტებსა და სიტუაციებზე, რომელთანაც საზოგადოებას ჰქონდა შეხება. ამიტომ თანამედრო ხელოვნება დაკავდა მკვეთრად და მძაფრად გამოეხატა ეს ყველაფერი, ამასთან შეენარჩუნებინა სტრუქტურა და გამოხატვის მეთოდები ყოფილიყო მარტივი. ამ აქცენტების ჩამოყალიბებას საფუძველი ჩაუყარა აფრიკული ნიღბებისა და ფიგურებისადმი ინტერესის გაჩენამ, სადაც არის მეტი ექსპრესიულობა და მკაფიო სტრუქტურა.
         II მსოფლიო ომის დაწყებამდე საზოგადოება მოიცვა ცვლილებების ახალმა ტალღამ, რაც გამოწვეული იყო არქიტექტურაში მნიშვნელოვანი ძვრებით,  საფუძველი ჩაეყარა სწორედ Art Nouveau-ს სტილის განვითარებას, რა პერიოდშიც გამოჩნდა რკინის კონსტრუქციების გამოყენება და სრულიად ახალი მიდგომა არქიტექტურის სფეროში, სადაც მნიშვნელოვანი იყო ნაგებობის დანიშნულება და არა გარეგანი იერი. ამ შეხედულებამ გამოიწვია შენობების ფასადების გამარტივებული სტილის შექმნა და ის ძველი ორნამენტები ნაგებობებს უფრო და უფრო შეუმცირდა.
        როგორც ავღნიშნეთ Art Nouveau მოიცავდა არა მხოლოდ არქიტექტურის სფეროში ცვლილებებს და ახალ ხედვებს, არამედ მხატვრობასა და მუსიკის სფეროშიც. ამიტომ მხატვრობაშიც არტისტის მუზად იქცა ისეთი ემოციებისა თუ ადამიანებისა და მოვლენების გამოსახვა, რომლებიცერთი შეხედვით ნეგატიურ არაესთეტიურ იერს ტოვებდნენ თუმცა დანახვისთანავე იწვევს მძაფრ შეგრძნებებს. ერთ-ერთ მაგალითად შეგვიძია გავიხსენოთ XIX საუკუნის მიწურულს შექმნილი ედუარდ მუნკის ნახატი "კივილი" და სხვა არტისტების ნამუშევრები.
      ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ფაქტია, რომ  Art Nouveau  ანუ თანამედროვე  ხელოვნება,  კიდევ უფრო მეტ გამოწვევას და რეალობის ახალ ხედვას ჩაუყარა საფუძველი. ეს კი ალბათ სწორედ იმ ცვლილებებით იყო გამოწვეული, რაც საზოგადოებასა და მსოფლიოში მიმდინარეობდა ეკონომიკისა და ინდუსტრიის სფეროში XIX  -ს დასასრულსა XX  საუკუნის დასაწყისში.
       
   

No comments:

Post a Comment