Tuesday, December 6, 2016

    იმპრესიონისტების მიერ დაწყებული კვლევა-ძიების ტალღა, აღმოეჩინათ და გამოეყენებინათ ახალი მიდგომები, აქცენტები და ტექნიკები ფერწერაში,  განაგრძეს სხვა მხატრებმაც, რომელთაც თავიანთი აქცენტებით დასაბამი მისცეს ახალ ხედვას და თანამედროვე ხელოვნების  ახალ მიმდინარეობებს.
    პოსტ-იმპრესიონისტების არტისტმა სეზანმა, რომელმაც მიზნად დაისახა იმპრესიონისტების მიგნებებისა და საკუთარი  შეხედულებების, კერძოდ, ფორმის შენარჩუნება და წესრიგისა და წონასწორობის დაცვა.  ამიტომ მის ნამუშევრებში კარგად ჩანს ფერებისა და მკვრივი მკვეთრი ფორმების ურთიერთმიმართება, რაც საშუალებას აძლევს სეზანს, როგორც თავად სურდა, გარკვეული წესრიგი და წონასწორობა დაეცვა. ამ მიზნის მისაღწევად შესაძლოა მას კონკრეტულად არ გამოესახა რაღაც დეტალი სწორედ ისე, როგორც ეს ადრე იყო მიღებული, მაგრამ ძირითადი მიზანი მიღწეული ქონდა. მის ნამუშევრებზე დაკვირვებისას შეგვიძლია ვნახოთ, რომ შემოდის უკვე გარკვეული გეომეტრიული ფიგურები, ფუნჯის თავისებური მონასმებით, რაც შეგვიძლია მივიჩნიოთ კუბიზმის ჩანასახებად.
    პოსტ-იმრესიონისტებიდან ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ავღნიშნოთ ვან გოგის წვლილი ფერწერაში, რომელმაც პირველმა განიზრახა თავის ნამუშევრებს გამოეხატათ თავად მხატვრის განცდები და ემოციები. ამას ის, მკვეთრი ფერებითა  და ფუნჯის მოსმის ტექნიკით ახერხებს, რომელსაც ის თავად ადარებს "სიტყვებისა და ფრაზების  თანწყობას საუბრისას, ან წერილის წერისას". მის ნახატებში გამოსახულია, თითქოს უინტერესო საგნები, მაგრამ ვან გოგის მიზანია ფერის მინიჭების საშუალებით, ნახატმა მეტი ემოცია და განცდები გამოხატოს, ვიდრე უბრალოდ მხატვრის მიერ დანახული ნივთი. ის ცვლის საგნის ზომასა და ფერს ემოციის შესაბამისი სიმძაფრის გამოსახატად. ამიტომ, ვან გოგის მიდგომა დასაბამს აძლევს ექსპრესიონიზმს.
     პოლ გოგენის მოგზაურობამ ტაიტიზე მის მიზანს ხორცი შეასხა და მის ნამუშევრებში ის აბორიგენებს და მათ ცხოვრებას წარმოგვიდგენს, იმ ფორმითა და ფერების თამაშით, რომელიც ყველაზე უკეთ გამოხატავს მათი ცხოვრების პირველყოფილობას და უშუალობას. იმ პერიოდში გოგენის გამოხატვის ეს ფორმა პრიმიტიულად და ველურად მიაჩნდათ, თუმცა გოგენი ამაზე სულაც არ ნაღვლობდა. მისმა ხედვამ საფუძველი ჩაუყარა პრმიიტივიზმის მიმდინარეობას მხატვრობაში.
    კიდევ ერთი პოსტ-იმპრესიონისტი, ჟორჟ სიერას შემოქმედებამ, რომელიც იზიარებდა იმპრესიონისტების მიგნებას ფერებსა და შუქთან მიმართებაში, დასაბამი დაუდო პუანტილიზმის განვითარებას, რაც გულისხმობს ფიგურების გამოხატვას  ფუნჯის წერტილოვანი მოსმებით.
    ერთი რამ ცხადია, რომ იმპრესიონისტებისა და პოსტ-იმპრესიონისტების მხატვრებმა მომავალი ხელოვანებისათვის მსოფლმხედველობა გააფართოვეს და დაგვანახეს, რომ ჩარჩოების მოშლა, კიდევ მეტ გამოწვევას გულისხმობს, რაც თავისთავად უფრო საინტერესო არის და კვლევისა და დაკვირვების საგანია.
   
   
     

No comments:

Post a Comment