Saturday, November 26, 2016

ხელოვნების ისტორიაში დადგა ეტაპი, როდესაც მხატვარი, არტისტი ხელოსნის  ჩარჩოებიდნ გამოვიდა და შეეცადა სხვა ხედვა და ტექნიკა გამოეყენებინა საკუთარ ნამუშევრებში. ის პერიოდი, როდესაც XIX  საუკუნის დასაწყისამდე მხატვრები ქმნიდნენ საზოგადოების და კონკრეტული შემკვეთის დაკვეთას წარსულს ჩაბარდა. ხელოვანებს გაუჩნდათ სურვილი წინააღმდგებოა გაეწიათ იმ ნორმებისადმი რაც აქამდე კარნახობდა არტისტს თუ რა და როგორ (რა ტექნიკით) დაეხატა. ამ კუთხით გარდატეხა  პირველად დელაკრუამ შემოიტანა, როდესაც ჩათვალა, რომ ფერის და თავისუფალი სიუჟეტის  გამოსახვა ტილოზე უკვე არღვევდა ყველა იმ ნორმას, რასაც იმ დროინდელი მხატვრები მიყვებოდნენ, მკაცრად აღებეჭდა კონკრეტული შეკვეთილი სცენა.
დელაკურას განსხვავებული ხედვის შემდეგ, თავისი იმ დროისათვის რევოლუციური ხედვის რეალიზება განაგრძო გუსტავ კიურბემ თავის ნამუშევრებში. ის აქცენტს აკეთებდა ყოველდღიურ სიუჟეტებზე და სახელოსნოს გარეთ შექმნილ სიტუაციებზე, რომელიც გამოირჩეოდა სპონტანურობით და სისადავით. ბურჟუაზიული საზოგადოებისთვის თავისთავად შოკის მომგვრელი იყო ეს მიდგომა, თუმცა კურბესთვის საზოგადოების აზრს ხელი არ შეუშლია  საკუთარ შემოქმედებაში ბუნებრივად წარმოედგინა ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობები და სიტუაციები.
ახალი აქცენტების და მიდგომების ჩამოყალიბება განაგრძეს მხატვართა იმპრესიონისტების ჯგუფმაც (მანე, მონე, რენუარი და ა.შ), რომლებიც დაინტერესდნენ და თავიანთ ნამშევრებში შემოგვთავაზეს ფერისა და სინათლის ეფექტების გავლენა ფიგურებზე. მათი შესრულების ტექნიკაც ძალიან განსხვავდებოდა აქამდე არსებული მიდგომებისგან. იმპრესიონისტების ნახატებში, მოვლენები ბუნებრივ სტუაციებში არის დახატული და გასულია სახელოსნოს სივრციდან, შუქ-ჩრდილების ეფექტიც ნახატის ფიგურებზეც სულ სხვა ელფერს აძლევს და მათი გამოსახვის ახალ მიდგომას აყალიბებს, სადაც ფიგურა სრულად და ზუსტი კონტურებთ არ არის გამოხატული, ის თითქოს ერთი მთლიანის შემადგენელი ნაწილია, და ფუნჯის სწრაფი მონასმებთ არის შესრულებული.  მათთვის წორედ საერთო შთაბეჭდილების წარმოდგენა იყო მნიშვნელოვანი, ვიდრე დეტალების ნატიფი გამოხატვა. სწორედ იმპრესიონსიტების ხედვამ, რომელთათვისაც ფერების ტალღისებრად ერთმანეთში აღრევა, სინათლის ეფექტის წარმოჩენა და საერთო სურათის შექმნა გამოხატვა ბევრად საინტერესო იყო, დასაბამი დაუდო ხელოვნებისა და მხატვრობის სივრცეში ახალი ერა ჩამოყალიბებულიყო, რომელიც არღვევდა აქამდე არსებულ შეხედულებებს და დამკვეთის აზრზე მეტად წინა პლანზე არტისტის  წარმოსახვას წამოწევდა.

Saturday, November 19, 2016

https://www.youtube.com/watch?v=_XdeDn57KV8 Jean Michel Basquiat

Friday, November 4, 2016

რა არის ხელოვნება

       ამ კითხვაზე პასუხის გაცემას მუდმივად ფიქრობენ,  არსებობს ხელოვნების მრავალი განსაზღვრება. ალბათ სწორედ იმიტომ, რომ ყველა, საკუთარი სუბიექტური აღქმიდან გამომდინარე განსაზღვრავს მის მნიშვნელობას. (საინტერესოა პირველი რომელი გაჩნდა
სიტყვა ხელოვნება თუ ის,  რასაც შემდეგ ხელოვნება უწოდეს).

      ის თუ რა არის ხელოვნება კონკრეტულად ჩემთვის,  ცოტა ხნის წინ დავფიქრდი. თავში მომდიოდა სიტყვებისა და წინადადებების სხვადასხვა კომბინაცია, რომელიც ალბათ ისევ, იმ ავტორების განმარტებებისგან მიტივტივდებოდა, რაც წამიკითხავს ან უბრალოდ მსმენია.

      შემდეგ უბრალოდ გადავწყვიტე არ მეფიქრა ხელოვნების ზოგად მნიშვნელობაზე  და განმესაზღვრა, რა არის ხელოვნება ჩემთვის. ეს აზრი ასე ჩამოვაყალიბე: ხელოვნება არის საკუთარი თავის განვითარების გზა, ხოლო ტექნიკა, მეთოდი ან საშუალება, რითაც ამ პროცესს თითოეული ადამიანი წარმართავს, გასხვავებულია. ხელოვნების საშუალებით პიროვნება ავითარებს საკუთარ თავს და საკუთარი ფიქრებისა და ემოციების პროდუქტს ქმნის.
https://www.brainpickings.org/2012/06/22/what-is-art/