Monday, January 9, 2017

      ფუტურიზმი
     კიდევ ერთი საინტერესო მიმდინარეობა, რომელიც I და II მსოფლიო ომის პერიოდში განვითარდება არის ფუტურიზმი რომელიც პირდაპირ კავშირშია მომავლის ხედვასთან. ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი ტექნოლოგიების განვითარება, მექანიზაციის პროცესი, სწრაფვა მომავლისკენ, დროის ფაქტორის გათვალისწინება, ყველაფერი ეს გავლენას ახდენდა იმ დროინდელ არქიტექტურაზე, ხელოვნებაზე, მუსიკაზე, პოეზიაზე, პროზაზე თუ მხატვრობაზე.  ფუტურიზმის განვითარება იტალიაში დაიწყო,  პოეტის მარინეტის  მანიფესტაციებით, მისი ფუტურისტული იდეეები ატაცებულ იქნა მხატვრობის სფეროში ჯაკომო ბალასა და ბოჩიონის მიერ. 
      ფუტურისტული მხატვრობის ნამუშევრებში აქტუალურია მოქმედების სისწარფის დაფიქსირება, მომავლისკენ, გარკვეული მიზნისკენ სწრაფვის მოტივი, ენერგიული და მოწოდებითი ხასიათი აქვს. აგრეთვე არ შეიძლება არ ავღნიშნოთ, რომ ფუტურისტული ხელოვნება რევოლუციურია და ეს იდეა ვლინდება ამ მიმდინარეობის ყველა გამოხატულებაში. თავისთავად ფორმა და ფერიც, ისე გამოიყენება რომ ფუტურიზმის ძირითადი იდეები მაქსიმალურად იყოს გამოხატული და აღქმული მნახველის მიერ. 
  ფუტურიზმი ავანგარდული ხელოვნების ნაწილი არის. ფუტურიზმი იტალიაში ფინანსდებოდა თავად სახელმწიფოს მიერ, რომელსაც იმ პერიოდისთვის მართავდა ფაშიზმი და მუსოლინი. 
    ფუტურიზმი, როგორც მიმდინარეობა უარყოფდა წარსულს და მიილტვოდა მომავლისკენ. ეს იდეა  კი ფაქტობრივად იმ პერიოდისათვის ყველაზე აქტუალური იყო, რადგან აშკარა იყო წინსვლა სამყაროს მექანიზაციისაკენ, რადგან ყოველფეხის ნაბიჯზე ადგილი ქონდა ტექნოლოგიურ რევოლუციებს. XX საუკუნის პირველი ნახევრისთვის ამ ცვლილებებმა ადამიანის შეხედულებებსა, პრიორიტეტებსა და ღირებულებებზეც იქონია გავლენა. ამიტომ ფუტურისტულმა იდეეებმა მოიცვა ხელოვნების ყველა დარგი და გახდა აქტუალური იმ პერიოდის სამყაროსთვის.

Monday, January 2, 2017

       შთაბეჭდილებები ჯეიმს ქემერონის კინოს, ავატარის თაობაზე ამაღელვებელია ჩემთვის. კინოში ნაჩვენებია თუ როგორი განსხვავებული ღირებულებები ჩამოუყალიბდათ დედამიწის ბინადრებს პანდორას ბინადრებისგან გასხვავებით, რაც მატერიალურ მხარეზე არის დაფუძნებული. უგულებელყოფილია ბუნება და ადამიანის შინაგანი სამყარო, ემოციები და შეგრძნებები, რაც კიდევ უფრო ძლიერ კავშირშია საყაროსთან, ბუნების ძალასთან, რომლის მოსმენაც გგვრის შინაგან ჰარმონიას. ადამიანს დავიწყებული აქვს საკუთარი შეგრძნებები და რასაც ადრე თავად აკეთებს ეხლა უკვე მის ნაცვლად მექანიკური საშუალებები ახორციელებენ, ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ ეს იმის სიმბოლიზაცია არის, რომ ადამიანი ზედაპირული გახდა და თავადაც არ იცის, რომ ყველა ის რესურსი,  რასაც გარეთ ეძებს, თავად მასშია, რომ ამ რესურსის სიყვარულის, ყურადღებისა და ა.შ.,  რეალიზებისას უფრო ძლიერი ხდება და უფრო მეტად ამყარებს კავშირს ბუნების ძალასთან და იკვებება თავად ამ ძალითაც. ის ერთიანობა, რაც პანდორას ბინადრებს ერთმანეთთან და საერთოდ სამყაროსთან, აძლიერებს თითოეულ მათგანს და მეტად მყარ ენერგეტიკულ ჯაჭვს ქმნის, რაც მათ მრავალი სირთულის გადალახვაში ეხმარებათ. კინოში არაერთი აქცენტია გაკეთებული ეფექტური ურთიერთობისთვის, კერძოდ შეგრძნების დონეზე იმ ენერგეტიკული და ემოციური კავშირის დამყარება პარტნიორებს შორის, რაც ერთმანეთის უკეთ გაგებაში ეხმარებათ და ერთი მიზნისკენ მიყავთ პარტნიორები (თმის დაბოლოებების გამოყენება იკრანის არჩევისას და ა.შ.). ეს ფაქტორები ხომ საერთოდ უგულებელყოფილი აქვთ ადამიანებს, რომელთაც პანდორას დაპყრობა სურთ და არც კი ესმით  თუ რას ანადგურებენ მათი მიზნის მიღწევის პროცესში.
     იმ ძირითად და საწყის ფაქტორებზე აქცენტის გამახვილებით, რაც პანდორას ბინადრებს ახასიათებს, რეჟისორი თითქოს აცოცხლებს იმ შეგრძნებებისა და ემოციების მნიშვნელობას, რაც ადამიანმა მიივიწყა და გვანიშნებს, ამ ყველაფრის გარეშე რა პერსპექტივა აქვს ადამიანთა რასას გადარჩენის მხრივ. თავად როგორც პლანეტის პანდორას და მისი ბინადრების არსებობა ვფიქრობ სწორედ ის ჩანასახია შეგრძნებებისა და ბუნების ძალის, რომელიც ადამიანში ყველაფრის მიუხედავად არსებობს და სიუჟეტის მსვლელობიდან გამომდინარე თავად ადამიანის გადაწყვეტილებაა რა არჩევანს გააკეთებს - გაანადგურებს საკუთარ თავს თუ გააცოცხლებს იმას, რაც ბუნებამ გვარგუნა.
მხატვრობაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მიმდინარეობა კუბიზმი არის, რომელიც პარიზში განვითარდა I მსოფლიო ომამდე, რომლის სულის ჩამდგმელიც პაბლო პიკასო  და ჟორჟ ბრაკი იყვნენ. კუბიზმის მთავარი იდეა გულისხმობს გარემომცველი სამყაროს წარმოჩენას 3 ძირითადი ფიგურის  (წრე, კვადრატი, ცილინდრი) გათამაშებით, რადგან ყველანაირ არსებას თუ ნივთს გარკვეული ფორმა აქვს და მათი გამოსახვა შესაძლებელია ამ ფიგურების გამოყენებით. ამასთან საინტერესოა, რომ კუბიზმი გამოხატავს ობიექტს არა მხოლოდ ერთი კონკრეტული რაკურსით, არამედ ასახავს ნივთს სხვადასხვა რაკურსით დანახულის კომბინაციით. ამიტომ კუბისტური ნამუშევარი ფაქტობრივად გვიჩვენებს ობიექტს სხვადასხვა კუთხით ერთდროულად სწორედ მისი დატეხვის და გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით, რაც შეიძლება ითქვას, რომ უფრო მეტ ინფორმაციას გვაძლევს ობიექტისა და მისი შინაარსის აღსაქმელად, ისე რომ ნახატს შენარჩუნებული აქვს სიმყარე და სიღრმე.
    კუბიზმი თავის მხრივ შემდგომში მრავალი მხატვრისთვის ინსპირაციის წყარო იყო, ისევ განეგრძოთ კვლევა-ძიება და ფორმათა გამოსახვაზე ემუშავათ.