Friday, March 10, 2017

აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი, როგორც ცივი ომის ერთ-ერთი იარაღი

მაშინ, როდესაც ევროპაში საბჭოთა კავშირს ძლიერი გავლენა ჰქონდა და მისი მოწოდებები  ხელოვნებაშიც აისახებოდა, კერძოდ სოციალურ რეალიზმში და ითვლებოდა რომ ამერიკა კულტურული უდაბნო იყო,  1950 -იან 1960 -იან წლებში, ამ აზრის გასაქარწყლებლად, ამერიკული კულტურისა და ხელოვნების  პროპაგანდის მიზნით,  ამერიკის სადაზვერვო ორგანზიაცია CIA ჩაერთო, რომელმაც იმ პერიოდში ამერიკაში წარმოქმნილ თანამედროვე ხელოვნების ახალ მიმდინარეობას, აბსტრაქტულ ექსპრესიონიზმს მხარი დაუჭირა და გამოიყენა ის საბჭოთა კავშირთან ცივი ომის იარაღად.  CIA ამ პროპაგანდაში ფარულად მოქმედებდა, მისი სადავეები საკმაოდ ფართო იყო და მის ფარულ ორგანზიაციებში იმ პერიოდის მრავალი ინტელექტუალი (პოეტები, მხატვრები, მუსიკოსები და სხვა არტისტები) ხალხი იყო გაერთიანებული.

CIA -ს ჩართულობა ამერიკული აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის პოპულარიზებაში, ერთ დიდ მიზანს ემსახურებოდა - ეჩვენებინათ საბჭოთა კავშირისთვის და მსოფლიოსთვის, რომ ეს ახალი მიმდინარეობა იყო  ინტელექტუალური თავისუფლებისა და  შემოქმედებითობის სიმბოლო, რომელმაც ამერიკაში აიდგა ფეხი და ამერიკის კულტურულ სიძლიერეზე მიანიშნებდა.  აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის ძირითადი მახასიათებლების გაცნობა გვაძლევს იმის საბაბს, რომ  შევაფასოთ ეს მიმდინარეობა, როგორც ინტელექტუალური ბრძოლა კონფორმიზმის წინააღმდეგ.

აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი გახდა პირველი ამერიკული მიმდინარეობა, რომელმაც გავლენა მოახდინა ევროპულ ხელოვნებაზე და ხელოვნების ცენტრად გახადა ნიუ-იორკი, რომელიც აქამდე პარიზი იყო.

თავად აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის განვითარებაზე გავლენა იქონია სოციალურმა რეალიზმმა, კუბიზმმა და სურეალიზმმა. აბსტრაქტული ექსპრესიონისტების იდეოლოგიაზე აგრეთვე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პიონერი აბსტრაქციონისტის ვასილ კანდინსკის ედეებმა.

აბსტრაქტული ექსპრესიონისტების წარმომადგენლებისთვის, როგორებიც არან, პოლოკი, დე კუნინგი, ნიუმანი, როტკო და სხვა მნიშვნელოვანი და ამომავალი წერტილი იყო თავიანთი ახალი ტექნიკებითა და მდგომებით გამოეხატათ ემოციები, არაცნობიერი ვნებები და მეამბოხე სული. აბსტრაქციონისტი არტისტები ამას ახერხებდნენ განსხვავებული და აქამდე გამოუყენებელი ტექნიკების საშუალებით, კერძოდ იყენებდნენ დიდ პანოებს, ფუნჯის სწრაფ, სქელ და უხეშ მონასმებს, რაშიც ვლინდებოდა მათი ემოციების ინტენსიური გამოხატვა და მნახველის მხრიდან მძაფრად აღიქმებოდა, რაც პრინციპში მათი მიზანიც იყო.

აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის განვითარება შეგვიძლია გავყოთ ორ პერიოდად ადრეულ (1940-იანი) და გვიან (1950-იანი წლები) პერიოდად. გვიან პერიოდში აუცილებელია გამოვყოთ ორი მიდგომა:   "Action" მხატვრობა - რომელიც  მოიაზრებდა პოლოკის, კლაინის, დე კუნინგის და სხვ, არტისტების ნამშევრებს. ისინი იყენებდნენ სხვადასხვა იარაღს პანოზე საღებავის წასასმელად, მიშხეფების/დწვეთების ტექნიკებს, უხეშ და სქელ მონასმებს, რათა გამოეხატათ საკუთარი ინდივიდუალური მიდგომა. მათ ნამშევრებში იგრძნობა სპონტანური მოქმედება, პიროვნული მახასიათებლები. კრიტიკოსის ჰაროლდ როზემბერგის თანახმად, პანო იყო მოქმედების ველი, რაზეც აისახებოდა არტისტისა და მატერიას შორის ბრძოლა,  არტისტის ენერგია და ტემპერამენტი.

 მეორე მიდგომას ეწოდა ფერთა სფერო, რომლის ნათელი წარმომადგენელი არის მარკ როტკო, ნიუმანი, ფრანკენჰალერი. მაგალითისთვის ავიღოთ როტკო,  რომლის ნამუშევრებში ემოციების გამოხატვის საშუალება არის  ფერი, მისი სიღრმის  შეგრძნება ძალიან დიდი პანოებზე. სწორედ მათი მოცულობა და ფერები იძლეოდა  იმ შთაბეჭდილების მოხდენის საშუალებას, რასაც როტკოს ნამუშევრები ტოვებდნენ მნახველზე.

ამერიკული აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის პროპაგანდა შეიძლება ითქვას ერთ-ერთი არაჩვეულებრივი საშუალება იყო იმ პერიოდის საზოგადოება გამოყვენათ მსოფლიო ომების შემდგომი ღრმა დეპრესიისგან და ეჩვენებინათ ხალხისთვის, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამის შექმნა არის შესაძლებელი იმ ინტელექტუალური თავისუფლების გამოყენებით, რომელთა მაგალითსაც აბსტრაქტული ექსპრესიონისტი არტისტები წარმოადგენდნენ.

No comments:

Post a Comment