Thursday, February 2, 2017

 I მსოფლიო ომის პერიოდში, ციურიხში, ტრისტან ტზარამ, ახალგაზრდა რუმინელმა პოეტმა  ჩამოაყალიბა ახალი მიმდინარეობა - დადაიზმი. დადაიზმი იყო არა მხოლოდ ხელოვნების ახალი ფორმა, რომელიც იყო პროვოკაციული, ირაციონალური, შეურაწმყოფელი, ასევე იყო პროტესტის გამომხატველი იმ პოლიტიკის, იდეოლოგიისა და პრინციპებისა, რაც იმ პერიოდისთვის იყო დამახასიათებელი. დადაიზმი უარყოფდა იმ ესთეტიურ პრინციპებს, რასაც გულისხმობდა და გამოხატავდა იმ დრომდე არსებული ხელოვნება. დადაიზმი მოიცავდა არა მხოლოდ ხელოვნებას, არამედ პოეზიას, პერფორმანსებს, მუსიკას და ა.შ. როგორც ზოგიერთი დადაისტი ამბობდა - დადა არის ის, რაც შენი ხელით შეგიძლია შექმნა. დადაისტური ხელოვნება ასევე მოიცავდა მრავალგვარ კოლაჟებს, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა ტრისტან ტზარამ.
დადაიზმის პერიოდში გამოყენებულ იქნა "Ready Made" , რომელიც გულისხმობდა უკვე არსებული ნივთის გამოყენებას ხელოვნებაში და გარკვეული ინტელექტუალური შინაარსის მინიჭებას, რომელიც იყო უმეტესწილად რაღათქმაუნდა პროვოკაციული და ალოგიკური. აუცილებელია ავღნიშნოთ Marcel Duchamp - ის გავლენა ა მიმდინარეობაში, რომელიც სწორედ Ready Made -ის საშუალებით ქმნიდა იმ პროვოკაციულ ნამუშევრებს, რომელიც პრაქტიკულად შოკში აგდებდა იმ პერიოდის საზოგადოებას. მისი ერთ-ერთი ცნობილი ნამუშევარია "ფანტანი".
დადაისტური საზოგადოების თავშეყრის ადგილი იყო "Cabaret Voltaire" ციურიხში. მოგვიანებით ტზარამ დადა პარიზის საზოგადოებასაც გაუზიარა.

დადაისტებს შორის შეგვიძლია მოვიხსენიოთ Hugo Ball, გერმანელი პოეტი,  რომელიც მონაწილეობდა კაბარე ვოტერში, დადაისტურ პერფორმანსებში, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ გამოეყო დადაისტებს. აგრეთვე აღსანიშნავია Man Ray, ფოტოგრაფი, რომლის შემოქმედება დღემდე წარმოადგენს არტისტებისთვის და არა მხოლოდ მათთვის, შთაგონების წყაროს.

დადაიზმი, როგორც მიმდინარეობა არ გაგარძელდა დიდხანს, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ მის პრინციპებს დღემდე მრავალი არტისტი იყენებს და ქმნის თავის შემოქმედებას, რაც მას დღემდე აქტუალურს ხდის.
  

No comments:

Post a Comment