Monday, January 2, 2017

       შთაბეჭდილებები ჯეიმს ქემერონის კინოს, ავატარის თაობაზე ამაღელვებელია ჩემთვის. კინოში ნაჩვენებია თუ როგორი განსხვავებული ღირებულებები ჩამოუყალიბდათ დედამიწის ბინადრებს პანდორას ბინადრებისგან გასხვავებით, რაც მატერიალურ მხარეზე არის დაფუძნებული. უგულებელყოფილია ბუნება და ადამიანის შინაგანი სამყარო, ემოციები და შეგრძნებები, რაც კიდევ უფრო ძლიერ კავშირშია საყაროსთან, ბუნების ძალასთან, რომლის მოსმენაც გგვრის შინაგან ჰარმონიას. ადამიანს დავიწყებული აქვს საკუთარი შეგრძნებები და რასაც ადრე თავად აკეთებს ეხლა უკვე მის ნაცვლად მექანიკური საშუალებები ახორციელებენ, ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ ეს იმის სიმბოლიზაცია არის, რომ ადამიანი ზედაპირული გახდა და თავადაც არ იცის, რომ ყველა ის რესურსი,  რასაც გარეთ ეძებს, თავად მასშია, რომ ამ რესურსის სიყვარულის, ყურადღებისა და ა.შ.,  რეალიზებისას უფრო ძლიერი ხდება და უფრო მეტად ამყარებს კავშირს ბუნების ძალასთან და იკვებება თავად ამ ძალითაც. ის ერთიანობა, რაც პანდორას ბინადრებს ერთმანეთთან და საერთოდ სამყაროსთან, აძლიერებს თითოეულ მათგანს და მეტად მყარ ენერგეტიკულ ჯაჭვს ქმნის, რაც მათ მრავალი სირთულის გადალახვაში ეხმარებათ. კინოში არაერთი აქცენტია გაკეთებული ეფექტური ურთიერთობისთვის, კერძოდ შეგრძნების დონეზე იმ ენერგეტიკული და ემოციური კავშირის დამყარება პარტნიორებს შორის, რაც ერთმანეთის უკეთ გაგებაში ეხმარებათ და ერთი მიზნისკენ მიყავთ პარტნიორები (თმის დაბოლოებების გამოყენება იკრანის არჩევისას და ა.შ.). ეს ფაქტორები ხომ საერთოდ უგულებელყოფილი აქვთ ადამიანებს, რომელთაც პანდორას დაპყრობა სურთ და არც კი ესმით  თუ რას ანადგურებენ მათი მიზნის მიღწევის პროცესში.
     იმ ძირითად და საწყის ფაქტორებზე აქცენტის გამახვილებით, რაც პანდორას ბინადრებს ახასიათებს, რეჟისორი თითქოს აცოცხლებს იმ შეგრძნებებისა და ემოციების მნიშვნელობას, რაც ადამიანმა მიივიწყა და გვანიშნებს, ამ ყველაფრის გარეშე რა პერსპექტივა აქვს ადამიანთა რასას გადარჩენის მხრივ. თავად როგორც პლანეტის პანდორას და მისი ბინადრების არსებობა ვფიქრობ სწორედ ის ჩანასახია შეგრძნებებისა და ბუნების ძალის, რომელიც ადამიანში ყველაფრის მიუხედავად არსებობს და სიუჟეტის მსვლელობიდან გამომდინარე თავად ადამიანის გადაწყვეტილებაა რა არჩევანს გააკეთებს - გაანადგურებს საკუთარ თავს თუ გააცოცხლებს იმას, რაც ბუნებამ გვარგუნა.

No comments:

Post a Comment